რუსთავში არასაპარკინგე ადგილზე ავტომობილის დაპარკინგება ქვეითებისთვის პრობლემაა.
ტროტუარების მითვისებით შეწუხებული ქვეითები ამბობენ, რომ არასწორად დაპარკინგებულ ავტომობილებს ძირითადად ცენტრალურ გამზირებზე, შარტავაზე, მეგობრობაზე, კოსტავასა და მესხიშვილის ქუჩაზე შეხვდებით.
კანონის თანახმად, დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, მძღოლი საპატრულო პოლიციის მიერ 10 ლარით ჯარიმდება.
ასევე, პოლიციას აქვს უფლება, რომ თუ მითითების შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალების მეპატრონე მანქანას აღნიშნული ტერიტორიიდან არ გაიყვანს, გამოიძახოს ევაკუატორი და მოხდეს ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანა. შესაბამისად, მძღოლს 10 ლარის გარდა, საჯარიმო სადგომზე განთავსებისთვის დღიური თანხის გადახდაც მოუწევს