მოსწავლეს თანასკოლელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

2024-02-16 12:58:49

გორის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეს თანასკოლელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც თვითხმილველები ამბობენ, ფიზიკურ ანგარიშწორებას წინ ეზოში სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

მე-7 კლასელ მოსწავლეს დაზიანებები თავის არეში რამდენიმე ადგილას აქვს მიყენებული, მათ შორის, ცხვირის არეში. დირექციამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ამავე სკოლაში ძალადობის მე-2 შემთხვევაა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.