თბილისში, მდინარე მტკვარში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მანქანამ მეტეხის ხიდზე არსებული ჯებირი გაანგრია და წყალში ჩავარდა.
ამ დროსთვის, მანქანაში მყოფი მოქალაქეების საძიებო სამუშაობი მდინარეში მიმდინარეობს.
ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.
საინფორმაციო სააგენტო მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს ოფიციალურ უწყებებთან არკვევს.