მეზობელმა მეზობელს სამჯერ ესროლა

2024-02-15 19:00:11

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ აფენში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ადამიანი დაჭრეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 53 წლის კაცს თანასოფლელმა სანადირო თოფიდან სამჯერ ესროლა. კაცი ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გამო, ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. მედიკოსების თქმით, პაციენტს ზურგში ესროლეს.

მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარება-ხმარებას გულისხმობს.