სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, საგამოძიებო პროცესის წარმართვა მოკლე დროში უზრუნველყო, რა დროსაც მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. მათ შორის, არასასურველი კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სამართალდამცავის მობილური ტელეფონიდან განხორციელებული ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე, აპლიკაცია „whatsapp“-იდან გაგზავნილი შეტყობინებები.
საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ინსპექტორს ბრალდება ადევნებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა.
დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.