მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუკზე დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ დაწერა.
"ქართული კინოს მშვენება, ჩემი მეგობრის დედა და ბავშვობიდან ჩემთვის უსაყვარლესი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. გამოსვენება კვირას, წინამძღვრიშვილის 112", - წერს ხერხეულიძე.
ხათუნა კოტრიკაძე ფართო საზოგადოებამ გაიცნო ეკა ბერიძის როლით ფილმიდან "მხიარული რომანი". ის ასევე მონაწილეობდა ფილმებში - "მოიტაცეს თამარ ქალი" და "მეთხუთმეტე გაზაფხული".