საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინელ ტურისტებს მოუწოდებს, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ პირად უსაფრთხოებასა და ქონებას/ნივთებს.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ბოლო პერიოდში საქართველოში ძარცვის შემთხვევები გახშირდა, ზოგიერთმა ჩინელმა ტურისტმა (შედეგად) დაკარგა დოკუმენტები და ფული. გარდა ამისა, საელჩო ამბობს, რომ ზამთარში საქართველოში წვიმს და თოვს, გზების მდგომარეობა ცუდია.
"ზოგიერთი ჩინელი ტურისტის თქმით, აეროპორტში და სხვა ტურისტულ ადგილებში, ხშირია კამათი ტაქსის მძღოლებთან. ჩვენ ვურჩევთ ტურისტებს შეიძინონ ადგილობრივი SIM ბარათები, ჩამოტვირთონ ტაქსის აპლიკაცია მკაფიოდ მითითებული მარშრუტებითა და ფასებით და ასევე მოერიდონ არალიცენზირებული ტაქსით სარგებლობას, რათა არ გახდნენ თაღლითობის მსხვერპლი",- წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 11 სექტემბერს საქართველომ ჩინეთის მოქალაქეების სავიზო რეჟიმი გაუუქმა. ამას კი წინ უძღოდა ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.