"7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია!", - ამის შესახებ დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში 7 წლის განმავლობაში იყო.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და "ციანიდის" გამოყენებით პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა