მშენებლობის რამდენი ნებართვა გაიცა რუსთავში 2023 წელს

2023-02-14 13:28:36

2023 წელს რუსთავში მშენებლობაზე 230 ნებართვა გაიცა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია ქალაქის მერიიდან მიაწოდეს.

მუნიციპალიტეტიდან მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, გაცემული ნებართვებიდან 65 ინდივიდუალურ(კერძო) სახლების მშენებლობაზე იყო, 10 მრავალბინიანზე, 15 კი კომერციულ/სავაჭრო ობიექტებზე.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 2022 წელს გაცემულ ნებართვებს რაოდენობრივად აღემატება.

გაცემული ნებართვები 2020 წლიდან 2023 წლის ჩათვლით.

2020 წელს - 236 ნებართვა

2021 წელს - 193 ნებართვა

2022 წელს - 223 ნებართვა

2024 წელს - 230 ნებართვა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები