აფეთქება საცხოვრებელ სახლში

2017-12-10 16:08:30

ბათუმში, ჯინჭარაძის 12 ნომერში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.
შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაშავდა, რომლებიც ბათუმის რესპუბლიკურ  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ქალის მდგომარეობა მძიმეა. აფეთქებას შენობის ფასადის ჩამონგრევა და კორპუსის მიმდებარედ მდგარი ავტომობილების დაზიანებაც მოჰყვა.

ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

ფოტო - "ბათუმელები".