რუსთავში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე წყალი მოედინება

2024-02-14 11:52:41

რუსთავში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე წყალი მოედინება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივები უცხადებენ, დატბორილია მათი სარდაფებიც.

"ინფო რუსთავი" კომპანია "GWP-ს" დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მათი თანამშრომლები ადგილზე მივლენ და დაიწყებენ აღდგენით სამუშაოებს.

"დაზიანება არის ვაჟა-ფშაველას N8-ში, ჯგუფი გამოსულია და ძალიან მალე დაიწყებენ აღდგენით სამუშაოებს. წყალმომარაგება ამ სამუშაოების გამო არ შეიზღუდება",- აცხადებენ კომპანიაში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები