რუსთავში მეგობრობის გამზირზე მაღაზიათა ქსელის "მაგნიტის" ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბიჭი, სავარაუდოდ მაღაზიის მენეჯერის ოთახში შევიდა და სეიფიდან 1000 ლარამდე თანხა მოიპარა.
ფაქტზე სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი ამხილეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.