მენიუში ჯამური ფასის მითითება სავალდებულო იქნება

2024-02-12 12:38:40

კონკურენციის სააგენტომ კვებითი მომსახურების სექტორში ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა.

 

უწყების ცნობით, ამის მიზეზი მომხმარებლის ინტერესების დაცვაა.

"სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია - მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო, ჯამური ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების გადასახადი". - წერია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. მათივე ცნობით, სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო, 2 მოვაჭრეს 1 200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.