თბილისში, ქუჩაში 50 წლამდე კაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.