“იარაღის წართმევას ცდილობდა”

2024-02-11 14:54:48

ე.წ სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, ერთ-ერთი მოკლული, ტაქსის მძღოლი შეიარაღებული პირისთვის იარაღის წართმევას ცდილობდა და სწორად ამიტომ მოკლა იგი. 

ვიდეო კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ ტაქსის მძღოლი ზურგს უკნიდან ეცა ბრალდებულს, როცა მან უკვე განახორციელა გასროლები სხვა პირთა მისამართით. ტაქსის მძღოლი იყო ბოლო ადამიანი, რომელიც მან მოკლა იმ მომენტში, როდესაც ის იარაღის წართმევას ცდილობდა, რომ სხვა ადამიანები არ დაეხოცა”,- განაცხადა ქეთევან სონაძემ.

შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს გიორგი ორველაშვილი შეიარაღებული შეიჭრა სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე, ხორცის სექტორში და ცეცხლი გაუხსნა ხორცით მოვააჭრეებს, რომელთა შორის მისი ბიძა და ბიძაშვილიც იყო.

შემთხვევის დროს დაიღუპა 4 ადამიანი, ერთი კი დაიჭრა.

 


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები