ავარია მსხვერპლით დასრულდა

2024-02-10 20:12:21

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, გაჩერებულ სამარშრუტო მიკროავტობუსს იმ დროს დაეჯახა, როცა მგზავრი ტრანსპორტში ადიოდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს მგზავრი გარდაცვლილი დახვდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.