ვითარება ე.წ. სტამბულის ბაზარზე

2024-02-09 20:00:07

რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე სამართალდამცავები ამ დრომდე რჩებიან.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბაზარზე დროებით დაიკეტა ყველა ობიექტი და პოლიცია ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას მოქალაქეებს არ აძლევდა.

არსებული ინფორმაციით, მოვაჭრეები მუშაობას ხვალ განაახლებენ.

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ლეონიძის ქუჩაზე არსებულ "ფარმადეპოს" აფთიაქშიც, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეში ბრალდებული 36 წლის მამაკაცი დააკავა.

შეგახსენებთ, დღეს ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე 36 წლის მამაკაცმა 4 ადამიანი მოკლა, 1 კი დაჭრა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები