"ჭრილობები აღენიშნება გულ-მკერდზე, სახეზე, მუცელზე"

2024-02-09 15:32:45

რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე დაჭრილ 26 წლის მამაკაცს სხეულის სხვადასხვა ნაწილში, მცირე ზომის, მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" "კლინიკა რუსთავის" გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს ამ ეტაპზე კვლევები უტარდება.

"პაციენტი შემოყვანილია ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი, მცირე ზომის ჭრილობებით, სხეულის სხვადასხვა მიდამოში. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა როგორც მძიმე. მას უტარდება ლაბორატორიული კვლევები და იმყოფება სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ეტაპზე, შეყვანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევაზე, რომლის შედეგის შემდეგაც, გადაწყდება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა.

მამაკაცს აღენიშნება მცირე ზომის ჭრილობები გულ-მკერდზე, სახეზე, მუცელზე, ბარძაყის წინა ზედაპირზე და მარჯვენა ზემო კიდურზე. რჩება კლინიკაში და უფრო დეტალურ მონაცემებს კვლევების შემდეგ მოგვახსენებენ უკვე სპეციალისტები", - განაცხადა რევაზიშვილმა.

შეგახსენებთ, დილის საათებში აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე 36 წლის კაცმა 4 ადამიანი მოკლა, 1 კი დაჭრა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები