რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზარზე 5 ადამიანი დაჭრეს, არიან გარდაცვლილებიც.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ბაზრის ტერიტორიაზე უცნობი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღით მოვაჭრეებს ცეცხლი გაუხსნა.
"ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და მომხდართან დაკავშირებით დეტალებს აზუსტებს.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.