ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა

2024-02-08 22:26:23

ფოთში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა. 

ადგილობრივის ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ახლობელთან კონტაქტზე არ გადიოდა, რის შემდეგაც კარები შეამტვრიეს.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.