ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

2024-02-08 17:52:27

8 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.

დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.19 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6573 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.03 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8632 ლარი გახდა.

0.48 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3535 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 8.68 თეთრი შეადგინა.