თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, საჰაერო ბურთის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე შეჯახების შედეგად დაიღუპნენ ტელეკომპანია "იმედის" ოპერატორი და ორი მფრინავი.
თანამშრომლის, მიშო ბიძინაშვილის, გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ტელეკომპანია "იმედი". ორი დაღუპული მფრინავიდან ერთი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ინფორმაციისთვის, სოფელ ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა.
აეროსტატის ჩამოვარდნის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 275-ე მუხლით (საჰაერო მოწყობილობების უსაფრთხოების წესის დარღვევა) დაიწყო.