რუსთავის მერია ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამას ახორციელებს.
ქალაქის მერიის ვებ. გვერდზე ვკითხულობთ, რომ:
"პროგრამით მოსარგებლეები არიან რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 100 001-მდე. პროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა ხელოვნური კვების დაფინანსებას 100 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად, 1 წლის ასაკამდე.
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 100 001-მდე. პროგრამა ითვალისწინებს 1 წლამდე ბავშვთა ჰიგიენური ნივთების და სხვა პირველადი მოვლის საშუალებების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსებას ერთჯერადად 400 ლარის ოდენობით", - ნათქვამია ინფორმაციაში.