ქვემო ქართლში უბედურ შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა.
დაღუპულია სამი ადამიანი, რომლებიც შემთხვევის დროს საფრენ აპარატში იმყოფებოდნენ.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
"ინფო რუსთავი" შსს-სგან მომხდართან დაკავშირებით კომენტრას ელოდება.