ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც ცენტრალური ასევე შიდა სასოფლო გზების გაწმენდა.
"აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს გრძელდება ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდა. ასევე მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან გზების გასუფთავება. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრალური საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები",- აღნიშნეს უწყებაში.