ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე ქვეითად მოსიარულე მოქალაქეებს შეეჯახა. ინფორმაციას გამოცემა Ajaratimes ავრცელებს.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "ბაუში" გადაიყვანა. როგორც ექიმები აცხადებენ, მათი მდგომარეობა მძიმეა და სასწრაფო ოპერაცია უტარდებათ.
"შემოიყვანეს 47 წლის ქალი და 54 წლის მამაკაცი, მათ მრავლობითი ტრავმა აქვთ მიღებული, მდგომარეობა საკმაოდ მძიმედ ფასდება. ოპერაცია უტარდებათ", - აღნიშნავენ კლინიკაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული.