უამინდობის გამო, საქართველოს რკინიგზამ რამდენიმე რეისი გააუქმა

2024-02-07 11:19:31

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, დღეს, 7 თებერვალს, რამდენიმე რეისი გაუქმა.

როგორც რკინიგზაში განმარტავენ, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

გაუქმდა შემდეგი რეისები:

თბილისი-ბათუმი (802),

თბილისი-ზუგდიდი (870),

თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18),

ბათუმი-თბილისი (803),

ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17),

ფოთი-თბილისი (873),

ხაშური-ზესტაფონი (6446)

ზესტაფონი-ხაშური (6417).

ცნობისთვის, გუშინ უხვი ნალექის გამო, დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი, რის გამოც ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები საწყის სადგურებში დაბრუნდნენ.