რუსთავში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა [video]

2024-01-06 18:39:46

რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შარტავას გამზირზე ერთმანეთს "BMW-სა" და "Toyota-ს" მარკის ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები