უამინდობამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა

2024-02-06 12:42:54

დასავლეთ საქართველოში უამინდობამ პრობლემები შექმნა.

წალენჯიხაში გრიგალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, მოგლიჯა ხეები და გზებზე მოძრაობა შეიზღუდა.

მარტვილში, ქარმა სახურავი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს გადახადა, ასევე ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში რამდენიმე კერძო სახლს.

ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის სახურავიც დააზიანა, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის სავალი ნაწილები გვიან ღამით გაიწმინდა. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

წყალდიდობაა ანაკლიაში. მდინარე ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და სანაპიროსთან მცხოვრები 7 ოჯახი დაიტბორა.

მაღალმთიან აჭარაში თოვისა და ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა,- ამის შესახებ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს.