კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის გიორგაძის ქ. N18-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 5 თებერვალს, 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ჩეხოვის, ჩაპაევის, გრანელის, გიორგაძის და სამგორის ქუჩებს.
კომპანია "რუსთავის წყალი" რუსთავი, ნეკრასოვის ქ 37ა თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 5 თებერვალს 18:55 საათიდან 23:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
რჩეულიშვილის ქ, გ. ჯავახიშვილის ქ, ტოლსტოის ქ, ბერიტაშვილის ქ, კახეთის ქ, მცხეთის ქ, სამგორის ქ, სამშვილდის ქ, ნეკრასოვის ქ, გოგოლის ქ და მაზნიაშვილის ქ.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.