"სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულების პროცესი მიმდინარეობს - ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება შეეხო საჯარო და კერძო უნივერსიტეტების, საქართველოს მოქალაქე დაახლოებით 33 000-მდე სტუდენტს, რომლებსაც ჯამში უკვე 35 მილიონ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერათ,"– ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აქტიურად გრძელდება მუშაობა ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობისა და სტუდენტებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი აქტივობის შეთავაზების კუთხით: გრძელდება სახელმწიფო სტიპენდიის პროგრამა - თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა საშუალოდ 2 500 სტუდენტზე 2024 წელს გაორმაგებულ სტიპენდიას, ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300 ლარის ოდენობით, 5 000 წარმატებული სტუდენტი მიიღებს.