დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანმა იმშობიარა.
გოგოს გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა.
ინფორმაცია თავდაპირველად "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 4 თებერვალს კაცს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ ეტაპზე უცნობია, აღიარებს თუ არა კაცი მის მიმართ წაყენებულ ბრალს.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა, ნაყოფი დაიღუპა. კლინიკა არასრულწლოვანმა 5 თებერვალს დატოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ბავშვი საავადმყოფოში გამოკითხეს. იქ მოყვა, რომ მას ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდა მამა. სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს“- ამბობს გამოცემასთან საუბარში თანასოფლელი.
სოფლის სკოლის დირექტორის თქმით, 17 წლის გოგომ სკოლა გასულ წელს დაამთავრა.
მისი თქმით, ყოფილი მოსწავლისთვის არასდროს შეუმჩნევიათ, რომ ის შესაძლოა, ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო: