რუსთავში 2 ახალი საბავშვო ბაღი შენდება, 2-ს კი რეაბილიტაცია უტარდება.
ოთხივე ბაღის სამუშაოები უკვე დაწყებულია. რეაბილიტაცია უტარდება N23 და N31 ბაგა-ბაღებს. ამ ბაღების აღსაზრდელები სხვადასხვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არიან გადანაწილებულები.
რაც შეეხება ორი ახალი ბაღის მშენებლობას, ერთი ბაღი მეგობრობის გამზირზე შენდება და გათვლილია 450 ბავშვზე, ხოლო მეორე მაჩაბლის ქუჩაზე და 300 ბავშვზეა გათვლილი.
ბაღების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.