ოკუპირებული გაგრის რაიონში, გეგის ჩანჩქერისაკენ მიმავალ გზაზე საბაგირო გზა გაწყდა.
საბაგიროდან გადმოვარდნის შედეგად, დაიღუპა ქალაქ ორენბურგის ოლქის მკვიდრი, რუსეთის მოქალაქე.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "აფსნიპრესი" ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 3 თებერვალს მოხდა.
"28 წლის მამაკაცი საბაგირო გზით სარგებლობდა. რაღაც მომენტში ტროსი გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან ჩავარდა," - განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ცხედარი დე ფაქტო სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.