ჩვენი რუბრიკის დღეანდელი გმირი 15 წლის დაჩი გაჩეჩილაძეა.
ის გაეროს მოდელირების პროექტში "საუკეთესო მოდებატის" ტიტულის მფლობელი გახდა.
ამასთანავე, მეგობრებთან ერთად რობოტიკის კლუბის დამაარსებელი და უკვე მოპოვებული არაერთი წარმატების ავტორია.
" ბავშობიდან მიზიდავდა ფიზიკა და ტექნოლოგიები. სკოლაში მომეცა შესაძლებლობა, ჩემს მეგობრებთან ერთად დამეარსებინა რობოტიკის კლუბი, რომელმაც პირველივე ცდაზე მოიპოვა გამარჯვება ერთ-ერთ ეროვნულ კონკურსში, მაგრამ ამ წარმატებით არ დასრულებულა ჩემი მოგზაურობა.
რობოტიკის კლუბმა დავგეგმეთ გავსულიყავით კიდევ ერთ შეჯიბრზე, თუმცა ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა გაეროს მოდელირება.
გაეროს მოდელირების შესარჩევი ტური და რობოტიკის ოლიმპიადა ერთმანეთს ემთხვეოდა და ცხოვრებაში გარდამტეხი გადაწყვეტილება მივიღე, რობოტიკის გუნდი მივატოვე და გაეროს მოდელირების შესარჩევ ტურში მივიღე მონაწილეობა. შესარჩევ ტურში გავიმარჯვე და ცხოვრება მთლიანად ამოვაყრავე, დავიწყე პოლიტიკაზე ფიქრი და უახლესი ისტორიის შესწავლა, მივხდი რომ ვიპოვე ჩემი მომავალი, რეალური საქმე, რაც სიამოვნებას მანიჭებდა. გაეროს საერთაშორისო ტურზე ავიღე საუკეთესო მოდებატის ტიტული. თითოეული გამოსვლა ბუნებრივი და განსაკუთრებული იყო ჩემთვის.
ახლა კი ტვინი ორ ნაწილად მაქვს გახლეჩილი და არ ვიცი, როგორ მოვახერხებ ფიზიკისა და პოლიტიკის ერთმანეთთან შერწყმას".