რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

2024-02-03 19:23:59

რუსთავის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ პოზიციას ამიერიდან ზურა ტაბაღუა დაიკავებს.

ტაბაღუა 2021 წლიდან ქალაქის საკრებულოს დეპუტატია "ქართული ოცნებიდან", ის წარმომადგენლობით ორგანოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრიც იყო.

ტაბაღუა დეპუტატობამდე, რამდენიმე წლის განმავლობაში, რუსთავის მერიის ინფრასტრუტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გახლდათ, შემდეგ კი ხელმძღვანელის მოვალეობასაც ასრულებდა.

მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოზიციაზე ზურა ტაბაღუამ ზაზა ზაზაძე შეცვალა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები