ყოფილი სამართალდამცავი დააკავეს

2024-02-03 18:27:43

ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიების ფარგლებში, ყოფილი სამართალდამცავი იოსებ მჭედლიშვილი დააკავეს.

მჭედლიშვილი მთავარ პროკურატურაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააპატიმრეს. ინფორმაცია "მთავარ არხს" მჭედლიშვილის ადვოკატმა დაუდასტურა - "დაკავებით დააკავეს, სხვას ვერ გეტყვით ვერაფერს" - ამბობს ადვოკატი "მთავართან".

მჭედლიშვილი ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის  ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა.

შეგახსენებთ,  ორი დღის წინ, დედაქალაქში რამდენიმე ადგილას სპეცოპერაცია ჩატარდა. პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო - საპროცესო მოქმედებები სწორედ  ტრანსნაციონალურ დანაშაულს,  ქოლ-ცენტრებს უკავშირდებოდა.

არსებული ინფორმაციით, მჭედლიშვილი კომპანიებს მართავდა, თუმცა მისი სახელი არსად ფიგურირებს და კომპანიები ფიქტიურ პირებზეა გაფორმებული.

პროკურატურას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.