რუსთავის ლიფტებით სარგებლობის წესები

2024-02-03 13:16:02

რუსთავის ლიფტებში ქალქის მერიამ სარგებლობის წესებთან დაკავშირებით საინფორმაციო ფურცლები გამოაკრა.

გარდა ლიფტით გზავრობის ინსტრუქციისა, ინფორმაციაში უსაფრთხებისთვის საჭირო რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს შეხვდებით.

"თუ კაბინა სართულებს შორის გაჩერდა, არ სცადოთ ლიფტიდან დამოუკიდებლად გამოსვლა და არ მიიღოთ დახმარება არაპროფესიონალისგან, ეს საშიშია სიცოცხლისთვის! დარეკეთ ქვემოთ მითთითებულ ტელეფონზე, გამოიძახეთ ტექნიკური პერსონალი და იმოქმედეთ მხოლოდ მათი მითითებით.

რეკომენდაცია - 8 წლამდე ასაკის ბავშვებმა, უფროსების თანხლების გარეშე, არ ისარგებლონ ლიფტით.

6. დაუშვებელია 300 კილოგრამზე მეტი სიმძიმის ტვირთის, თხევადი საწვავისა და ფეთქებადი ნივთების ლიფტში შეტანა", - წერია ბროშურებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დაუკავშირდეტ შესაბამის მომსახურე ლიფტიორ კომპანიას.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები