2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, წლიური ინფლაციის დონემ კი 0.0 % შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, იანვარში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, გაიაფებულ პროდუქტებს შორისაა - წიწიბურა, კარტოფილი და ანტიბიოტიკები.
კერძოდ:
წიწიბურა - 40,2%
კარტოფილი - 36,8%
ანტიბიოტიკები - 36,4%
მზესუმზირის ზეთი - 25,6%
ხახვი - 20%
მარგარინი - 19,1%
ნათურა - 18,3%
კონდიციონერი - 18,2%
მანანის ბურღული - 16,5%
ელექტროჩაიდანი - 15,9%