რუსთავში, შენობაში ხანძარი გაჩნდა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, VI მიკრორაიონში, ერთერთ მიტოვებულ შენობაში, სადაც მუყაოს ყუთებს ინახავდნენ, უცნობი პირების დაუდევრობით ცეცხლი გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის, პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. არსებული ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა.