სიახლე რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში

2024-02-01 21:00:18

რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდას ამიერიდან მხოლოდ ბარათით შეძლებთ.

ავტოსატრანსპორტო საწარმოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ლელა ლუარსაბიშვილის თქმით, შიდასაქალაქო მარშრუტებზე, ასევე რუსთავი-თბილისის მიმართულებაზე, ავტობუსებით მგაზვრობის საფასურის გადახდა სრულად საბარათე სისტემაზე გადადის.   

"სატრანსპორტო სისტემა სრულად გადაერთო საბარათე სისტემაზე და ავტობუსებში აღარ იქნება ხურდით გადახდის აპარატები. ყველა მოქალაქემ, რომელიც გადაწყვეტს, რომ უნდა იმგზავროს მუნიციპალური ავტობუსით, თან უნდა იქონიოს ბარათი. შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს ბანკის ბარათით, იგივე "სქულ ქარდით", სტუდენტური ბარათით, "მეტრომანით" და ასევე თი ბი სი ბანკის ბარათებითაც.

ამასთანავე, თითქმის ჩვენი 60 000 მოქალაქე სარგებლობს საშეღავათო ბარათებით, რისი გამოყენებაც შესაძლებელია. ვისაც არანაირი ბარათი არ გააჩნია, მათ შეუძლიათ "რუსთავი ქარდი" აიღონ საქართველოს ბანკის ჩასარიცხ აპარატებზე, რომელიც ქალაქში 5 ლოკაციაზეა განთავსებული”.

ცნობისთვის, "რუსთავი ქარდის" ბარათის აღება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

კოსტავას #17 (საცხობ კერასთან);

მეგობრობის #20 ( მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი);

შარტავას #19 (ავტ. გაჩერაბაზე);

მესხიშვილის #14 (თოდრიის წრესთან სპარის წინ);

მე-19 მკრ #17;

ასევე მაღაზია მადაგონის ფილიალებში სალაროსთან.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები