ურთიერთშელაპარაკების დროს მეზობელმა მეზობელი მოკლა

2024-02-01 11:13:34

თბილისში, ე.წ. აეროპორტის დასახლებაში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოკლულია ასაკოვანი მამაკაცი.

მკვლელობა ურთერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. თვითმხილველების ვერსიით, დანაშაულში ბრალდებული, სავარაუდოდ, მისი მეზობელია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 136-ე მუხლებით მიმდინარეობს.