ამინდი გაუარესდება

2017-12-08 12:34:35

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 დეკემბრს საქართველოში ნარჩუნდება ნალექიანი ამინდი, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.