რუსთავში სპორტკომპლექსის მშენებლობა დასრულდა

2024-01-30 19:48:35

რუსთავში მე-12 მიკრორაიონში საერთაშორისო სტანდარტების  სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია "არალში" განუცხადეს, რომელმაც სპორტკომპლექსი ააშენა.

როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილემ ეკა თათეშვილმა განგვიცხადა, ახლა შენობის დოკუმენტური გადაბარების პროცესი მიმდინარეობს.

სპორტკომპლექსის ასაშენებლად 19 000 000 ლარიანი ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2020 წლის აგვისტოში გამოაცხადა, ხოლო უშუალოდ მშენებლობის პროცესი 2021 წელს დაიწყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მუნიციპალური განვითარების ფონდს დაუკავშირდა და ვკითხეთ, როდის გაიხსნება ოფიციალურად სპორტკომპლექსი.

ფონდში განაცხადეს, რომ კონკრეტული თარიღი ჯერ არაა ცნობილი, თუმცა ამბობენ, რომ კომპლექსი უახლოეს მომავალში გაიხსნება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები