რუსთაველი მოჭიდავე ლუკა ონიანი საფრანგეთის ჩემპიონია.
სპორტსმენმა პარიზში გამართული ბერძნულ-რომაული ჭიდაობის საფრანგეთის u17 ასაკის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.
65 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა ონიანმა ფინალურ შეხვედრაში მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.