მეგობრობის გამზირზე ავტომობილი გოგოს შეეჯახა [video]

2024-01-26 20:08:31

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტომობილი 28 წლის გოგოს დაეჯახა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას "ფორდის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დროს კონტაქტური იყო, მისი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება და მკურნალობის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები