სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოში ყველაზე იშვიათ და ყველაზე მეტად გავრცელებულ სახელებისა და გვარების სიას აქვეყნებს.
მონაცემების თანახმად, საქართველოში მამაკაცების ყველაზე პოპულარული სახელების ხუთეული ასე გამოიყურება: გიორგი (191282), დავით (67363), ალექსანდრე (41100), ლუკა (38482), ნიკოლოზ (36079)
ქალების ყველაზე გავრცელებული სახელებია: ნინო (114990), მარიამ (67259), თამარ (50458), ანა (47606), მაია (47352)
რაც შეეხება გვარებს, საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარებია: ბერიძე (29023), კაპანაძე (19179), გელაშვილი (18264), მაისურაძე (16194), მამედოვი (14713).
სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში გავრცელებული იშვიათი სახელებია: მილიარდი, ვებერთელა, მხედარი, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ფიზიკა, პელე, გარინჩა, ნიუტონი,სევდაგულ, ფემისტოკლე, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო, მოქეიფე
იშვიათ გვარებად კი დასახელებულია: ავგაროზაშვილი, თერძიშვილი, კბილიანაშვილი, ზეცაშვილი, ზურმუხტაშვილი, კრიჭინაშვილი, ვარვარიძე, სურვილაძე, შავთვალიშვილი, უფროსაშვილი, თევდორიკაშვილი, ნამზითიშვილი, ბუჩუხიშვილი, ელკანაშვილი, სასურქინაშვილი, კვიტინი, ღვლიღვაშვილი, მონავარდიშვილი.