რუსთავში "ზებრა" გადასასვლელზე ავტომობილი ქალს შეეჯახა [video]

2024-01-26 20:02:28

რუსთავში ავტომობილი ქალს შეეჯახა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 85 წლამდე ქალი შარტავას გამზირზე არსებულ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა განგვიცხადა, ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა შეფასდა მძიმედ. მას აღენიშნება სხეულის მრავლობითი დაზიანებები. ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებით გამოვლინდა ქვემო კიდურების მოტეხილობები ცდომით. შეფასებულია სპეციალისტების მიერ, საჭიროებს მკურნალობას და რჩება კლინიკაში. ამ ეტაპზე პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებს ექიმი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.