22 წლის გოგონა თურქეთის საზღვარზე ჩემოდნით გადაჰყავდათ (Video)

2017-12-07 11:28:46

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეებმა ჩემოდანში 22 წლის გოგო აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქალბატონი, რომელიც ჩემოდანში იჯდა, საქართველოს მოქალაქეა და მას თურქეთში შესვლის უფლება შეზღუდული ჰქონდა.

სამარათალდამცავებმა საქართველოს 2 მოქალაქე, მათ შორის ის პირიც დააკავეს, რომელიც ქალბატნს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ეხმარებოდა. ნახეთ ვიდეო.