რუსთავში 21-ე მიკრორაიონში ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ცეცხლი ელექტრო სადენებს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ადგილზე ასევე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.